Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 25 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება
GBC news
24 August 2016, 15:03

თბილისი (GBC) - კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" ცნობით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი მომხმარებლის მიერთების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დილის 06:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს უხდის  დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი